წყალში გადაყრილი 5 მილიონი - ზარზეიმით გახსნილი სკოლა ოზურგეთის რაიონში ავარიულია

08.12.25 21:30
წყალში გადაყრილი 5 მილიონი - ზარზეიმით გახსნილი სკოლა ოზურგეთის რაიონში ავარიულია

სკოლა რომლის რეაბილიტაციაც სახელმწიფოს 5 მილიონი ლარი დაუჯდა, ისევ ავარიულია. საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაზე, რომელიც დიდი ზარზეიმით "ქართული ოცნების" ლიდერებმა 2024 წელს გახსნეს, თუმცა გახსნიდან რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები უხარისხოა. სკოლაში არსებულ რთულ ვითარებას დირექტორიც ადასტურებს.

მას შემდეგ რაც დვაბზუს საჯარო სკოლაში "პირველების" გადამღები ჯგუფი კითხვებზე პასუხების მოსასმენად მივიდა, ამის შესახებ მერის წარმომადგენელმა გაიგო, რომელიც ადგილზე მალევე გამოჩნდა და სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს გაჩუმებას აიძულებდა.

სკოლის პირველი სართული ამ დრომდე უფუნქციოა, დაბზარულია კედლები და სარემონტო სამუშაოები ისევ გრძელდება. სწორედ არსებულ რეალობას აღწერდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, მაგრამ გაღიზიანებული  მერის წარმომადგენელი მათ საუბარს არ აცდიდა და მეტიც, მიუთითებდა რა უნდა ეთქვათ.

კორუფციას ხედავენ "ქართული ოცნების" ოპონენტები და ამბობენ, რომ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, ხალხის ფულის სავარაუდო გაფლანგვის ბრალდებით.

დეტალებით დიანა ჩირგაძე

მსგავსი სიახლეები