ცესკოსთან დარბევის საქმე - რა მოხდა 5 წლის წინ და რას ყვებიან მოქალაქეები?
ვახტანგ გომელაური დოკუმენტების გაყალბებაშია მხილებული. ირკვევა, რომ 2020 წელს ცესკო-სთან აქციის დაშლის დროს მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების ფაქტი შინაგან საქმეთა სამინსიტრომ დოკუმენტებით დამალა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების ექს უფროსი "შაბათის ეთერს" უყვება, რო მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, მათ დოკუმენტებში გაწერეს, რომ თითქოს ქიმიური ნაერთი არა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არამედ წვრთნების დროს გამოიყენეს.
რა მოხდა 5 წლის წინ - ირკვევა, რომ წყლის ჭავლის სატყორცნმა მანქანამ, რომელსაც შეუძლია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ როგორც მხოლოდ წყალი ასევე ქიმიური ნივთიერება გამოიყენოს, შეცდომით ქიმიური ნივთიერება გაუშვა და პოლიციელები მოწამლა, თუმცა იმ დროს იქ მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაშავდნენ. "პირველებმა" დღეს ის ხალხი იპოვა, ვინც 2020 წელს დაზარალდა. ამბობენ, რომ ეჭვი მაშინვე იყო, რომ ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ წყალი არ გამოუყენებიათ, ახლა კი დარწმუნდნენ.
სკანდალურ ინტერვიუში "შაბათის ეთერთან", სპეცრაზმის შეიარაღების ექს შეფი აღწერს, რომ მათ საცავში ჰქონდათ ორი ქიმიური ნივთიერება სითხის და ფხვნილის სახით, ორივე ნივთიერება რეაქციაში ერთმანეთთან შერევით მოდიოდა. წვრთნების დროს კი დადგინდა, რომ ის მძიმე მომწამლავი ნაერთი იყო და არ უნდა გამოეყენებინათ.
ახლა კი საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით, ეს ნივთიერება ხალხი წინააღმდეგ მინიმუმ სამჯერ გამოიყენეს 2020 წელს ნოემბერში, 2024 წელს მარტსა და ნოემბერ-დეკმებრიში. ის, ვინც დარბევაში მოყვა ამბობს, რომ მაშინ ვერ ხვდებოდნენ რატომ წვავდა წყალი.