"ეს ნივთიერებები ასე არ გაიცემა სარდაფიდან" - ანდრო გოცირიძე

08.12.25 23:09
"ეს ნივთიერებები ასე არ გაიცემა სარდაფიდან" - ანდრო გოცირიძე

უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე ქიმიური ნივთიერების სკანდალს ეხმიანება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ნივთიერებები სარდაფიდან არ გაიცემა. 

მისი თქმით, არსებობს რეგლამენტი რასთან ერთად შეიძლება გამოიყენებოდეს კონკრეტული ნივთიერება, რასთან არ შეიძლება და ეს რომ ქვეყანაში ნორმალურად არსებობდეს სუს-ის გამოძიება არაფერში საჭირო არ იქნებოდა. 

ანდრო გოცირიძე აღნიშნავს, რომ ყველაფერი რომ კანონის ფარგლებში ყოფილიყო, BBC-ის გამოძიების შემდეგ, "პირველივე დღეს შსს დადებდა დოკუმენტაციას".

პირველ რიგში, ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში ის არის, რომ აბსოლუტურად ამ საკითხს არანაირი გამოძიება არ სჭირდება და არც შეიძლება სჭირდებოდეს, სუს-ის გამოძიებაზე, ქვეყნის შიგნით გამოძიებაზე მაქვს საუბარი იმიტომ, რომ ვისაც საერთოდ პოლიციის შენობასთან ახლოს გაუვლია, ყველამ იცის, რომ ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ასეთ კონფრონტაციას მოსახლეობასთან, მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში რა თემაზე და როგორ, არის მკაცრად რეგლამენტირებული. 

არსებობს რეგლამენტი, ეს ნივთიერებები ასე არ გაიცემა სარდაფიდან და ფერის მიხედვით, ჩვეულებრივ მითვლით, გამხსნელიც, გასახსნელი ნივთიერებაც, მათი შერევის დოზირებაც, გამოყენებაც, რასთან ერთად შეიძლება, რასთან არ შეიძლება და ეს რომ ქვეყანაში ნორმალურად არსებობდეს და ეს რომ არ იყოს პოლიტიზირებული, მაშინ საერთოდ სუს-ის გამოძიება არაფერში საჭირო არ იქნებოდა. პირველივე დღეს, შესაძლოა BBC-იმ ჩაატარა რაღაც გამოძიება, რომლითაც ქვეყანას დაედო ბრალი იმიტომ, რომ ეს რომ არ იყოს უზურპირებული, ეს ხომ ქვეყნის იმიჯს ლახავს, პირველივე დღეს შსს დადებდა დოკუმენტაციას, რომ გამოყენებული იქნა ამ ტიპის ნივთიერება, ამ დოზით, რომელიც სრულად შეესაბამება ამა და ამ რეგლამენტს და შეიძლებოდა პრესის მიწვევა, მედია ექსპერტების, გვყავს საქართველოში ამის მცოდნე ხალხი, რომლებიც ვერ უარყოფდნენ, ოპოზიციონერებიც კი, თუ ეს იქნებოდა კანონის ფარგლებში," - თქვა ანდრო გოცირიძემ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია.

მსგავსი სიახლეები