მოსამართლე მოშიმშილე პატიმარს: შიმშილობა თქვენი უფლებაა

09.12.25 12:02
მოსამართლე მოშიმშილე პატიმარს: შიმშილობა თქვენი უფლებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი მიმდინარეობს. 

ბრალდებულებს შორის არის ბათუმელი მედროშე, ზურაბ ჭავჭანიძეც, რომელიც უკვე 14 დღეა შიმშილობს. 

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოშიმშილე პატიმარს მიმართა და უთხრა, რომ შიმშილობა მისი უფლებაა. 

შიმშილობა თქვენი უფლებაა. გასაგებია, რომ პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. აქ არის სამართლებრივი ასპარეზი. სასურველია, რომ იყოთ მხნედ და ჯანმრთელად," - მიმართა მოსამართლემ ჭავჭანიძეს. 

14-პირიან საქმეში წარმოდგენილნი არიან ზურა ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე. 

მსგავსი სიახლეები