ქიმიური ნივთიერების სკანდალი - დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა "ოცნების" გეგმაში საერთაშორისო გამოძიების წარმოება

09.12.25 13:49
ქიმიური ნივთიერების სკანდალი - დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა "ოცნების" გეგმაში საერთაშორისო გამოძიების წარმოება

შსს- დღემდე არ ამბობს, რომ ნივთიერება იქნა გამოყენებული აქციების დასარბევად მოქალაქეების წინააღმდეგ. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ისევ ამტკიცებს, რომ სუსის გამოძიებამ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. 

სუსმა გასცა ყველა შეკითხვას პასუხი, - ამბობს დარახველიძე. 

"პირველებს" კითხვებს, რა პასუხი აქვთ დიდი ბრიტანეთისადმი, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და არის თუ არა გეგმაში ქიმიური ნივთიერების სკანდალზე საერთაშორისო გამოძიების წარმოება, დარახველიძე არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია.

მსგავსი სიახლეები