პოლიციის მობილიზება ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე - არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე
ბაგები-წყნეთის გზატკეცილზე მეწყერის ახალი კერა გაჩნდა - "ტვ.პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ საპატრულო პოლიციას წყნეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ნაწილობრივ აქვს გადაკეტილი. არსებული ინფორმაციით, კლდეზე ნაპრალები გაჩნდა და არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე.
"ტვ. პირველის" ინფორმაციით, ცოტა ხანში წყნეთი-თბილისის გზაზე მერიის მაღალჩინოსნები უნდა მივიდნენ.
ცნობისთვის, ეს ტერიტორია ადრეც დაიმეწყრა, თუმცა შემდეგ ბეტონის შემაკავებელი ჯებირი ააშენეს.