ყოჩაღები - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია! ყოჩაღი ადამიანები ბიზნესის უკან

09.12.25 14:08
ყოჩაღები - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!  ყოჩაღი ადამიანები ბიზნესის უკან

3-4 დეკემბერს  გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით  წლის შემაჯამებელი ღონისძიება - "ადამიანები ბიზნესის უკან" გაიმართა.

უკვე მეორე წელია მომმარაგებელი კომპანია „ყოჩაღები“ გამოფენის მხარდამჭერი და სპონსორია.

„ყოჩაღები“ სხვადასხვა ბიზნესს: ოფისებს, ჰორეკა სექტორს, ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრებს, მაღაზიათა ქსელებს ქიმია-ჰიგიენის საშუალებებით, ქაღალდის პროდუქციითა და საოფისე ნივთებით ამარაგებს.

ყოჩაღი მომარაგება - შეკვეთის ზუსტ, უფასო მიწოდებასა და დისტრიბუციას გულისხმობს. კონკურენტული ფასებით, ყოველთვიური რეპორტინგით, ციფრულად შეკვეთის მარტივი ფორმითა და ხარჯების კონტროლით ჩვენს პარტნიორებს საოპერაციო პროცესებს ვუმარტივებთ.

ჩვენი პროდუქტები და მომსახურება კომპანიებს ბიზნეს გამოფენაზე წარვუდგინეთ.

გამოფენას ყოველწლიურად 3,000-მდე სტუმარი ჰყავს. ღონისძიებაზე ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ქართულ კომპანიებსა და მათ საქმიანობას, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნეს ურთიერთობების გამყარებისა და ახალი თანამშრომლობის შექმნისთვის.

ღონისძიების ფორმატი წელს განსხვავებული იყო, წლევანდელი შემაჯამებელი შეხვედრები 2 დღის განმავლობაში კონფერენციასა და გამოფენას მოიცავდა.

მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს  შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე დაეგეგმათ ბიზნეს შეხვედრები მათთვის საინტერესო პარტნიორებთან - როგორც მონაწილე, ისე სტუმარ ორგანიზაციებთან.

გამოფენაზე  სხვადასხვა სექტორებიში მოქმედი კომპანიები მონაწილეობდნენ: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, IT და ტექნოლოგიები, სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, HoReCa და სხვა.

ყოჩაღები - ისე მოგამარაგებთ, როგორც დაგიბარებია!

NS

მსგავსი სიახლეები