დავით მათიკაშვილის მამას ვარსკვლავი გაუხსნეს

09.12.25 15:37
დავით მათიკაშვილის მამას ვარსკვლავი გაუხსნეს

ოცნების წევრის, დავით მათიკაშვილის მამას ყვარელში ვარსკვლავი გაუხსნეს -  ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, ყვარლის საპატიო მოქალაქეების, ღირსების ორდენის კავალრების – ირაკლი მათიკაშვილისა და სოსო ფუტკარაძის სახელობის ვარსკვლავების გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სალოტბარო სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ყვარელი“ და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებას  დავით მათიკაშვილი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი კახაბერ მარკოიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები