ვამაყობ, რომ პატრიოტი კაცის შვილი ვარ - ხაბეიშვილის შვილი
"იმის ნაცვლად, რომ მე და ჩემი ძმა განათლებაზე ვიყოთ კონცენტრირებულები, გვიწევს სასამართლოებში სიარული" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის ვაჟმა TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც რაკლი ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ "პირველებს" უთხრა, რომ არასდროს დაავიწყდება, მამა, რომელის სასტიკად ცემის ამბავი ტელევიზიით ნახეს.
ჯერ იყო და ტელევიზორში მე და ჩემმა ძმამ ვნახეთ, თუ როგორ დაულეწეს მამაჩემს სახის ძვლები. მე და ჩემს ძმას არასდროს დაგვავიწყდება, როცა ის სახლში მოვიდა, როგორ ჰქონდა დალეწილი მთელი სახე. ახლა კიდე ის წაგვართვეს და უსამართლოდ დაატყვევეს. იმის ნაცვლად, რომ მე და ჩემი ძმა განათლებაზე ვიყოთ კონცენტრირებულები, გვიწევს ახლა სასამართლოებში სიარული. მე მინდა, რომ მამაჩემი მხნედ იყოს და იცოდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს. ერთსაც დავამატებ, ძალიან ვამაყობ, რომ პატრიოტი კაცის შვილი ვარ", - ამბობს ხაბეიშვილის შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკისები - ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა, საქმე კი, არსებით განხილვაზე გადავიდა.
ხაბეიშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა:
- ხაბეიშვილის მიმართვა ოპოზიციას: როგორ გძინავთ? გეყოთ გამბედაობა, აზრზე მოდით!
- ხალხს აჩვენეთ გზა! გააკეთეთ ეროვნული მოძრაობა - ხაბეიშვილი ოპოზიციას
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.