დღეს ქვეყანაში ყველაზე გამართულად კორუფციული სისტემა მუშაობს, რომელიც “ოცნებამ“ ააწყო - ბესიკ დონაძე

09.12.25 18:25
დღეს ქვეყანაში ყველაზე გამართულად კორუფციული სისტემა მუშაობს, რომელიც “ოცნებამ“ ააწყო - ბესიკ დონაძე

ის სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანში კარგად გამართულად და საათივით მუშაობს, ეს არის კორუფციული სისტემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ ააწყო, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ივანიშვილის გუნდს ამ სისტემის დაშლაც არ სურს, უბრალოდ ანაცვლებს ადამიანებს.“

“ივანიშვილის კორუფციასთან ბრძოლა იყო, კონკრეტულად მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“,- აღნიშნა დონაძემ.

ის სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანში კარგად გამართულად და საათივით მუშაობს, ეს არის კორუფციული სისტემა და ეს სისტემა ააწყო „ქართულმა ოცნებამ“, რომლის დაშლაც არ სურს, უბრალოდ ჩაანაცვლებს ადამიანებს. კორუფციას თუ ებრძვი, უნდა ებრძოლო ბოლომდე და ის ადამიანები, რომლებიც ამ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართულნი, მუშაობდნენ და ფულს აკეთებდნენ, ყველა უნდა გამომავლინოთ, დაწყებული მინისტრიდან, დამთავრებული უმცროს სპეციალისტებამდე.  სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ივანიშვილის კორუფციასთან ბრძოლა იყო, კონკრეტულად მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. მან გარკვეული პოლიტიკური მიზნები დაიკმაყოფილა, შემდეგ შეხედა, რაღაც აწყობს, რაღაც აღარ და გაჩერდა, მას თავისებური ხედვა აქვს, კორუფციასთან ბრძოლის, - განაცხადა დონაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია წერს, რომ “საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა - სამომავლოდ, კორუფციისგან გამოწვეული ზიანის ზრდაა მოსალოდნელი “.

TI-ის შეფასებით,  იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, ქვეყანაში უნდა აღდგეს დემოკრატიული წყობა და დაიწყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციების მშენებლობის რეალური პროცესი.

 

მსგავსი სიახლეები