კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად გოგა გულორდავა აირჩიეს

09.12.25 18:53
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად გოგა გულორდავა აირჩიეს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, 6 წლის ვადით, გოგა გულორდავა აირჩიეს. გულორდავას კანდიდატურას 77-ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ასარჩევად სულ სამი კანდიდატი იყო წარდგენილი. გულორდავას გარდა, ვლადიმერ ტატიშვილისა და ილია მიქელაიშვილის კანდიდატურებს უყარეს კენჭი.

გოგა გულორდავა მარეგულირებელში საქმიანობას 2026 წლის 26 სექტემბერს შეუდგება. ის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

კომუნიკაციების კომისიაში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც უწყებას თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ეწურება. კახა ბექაური 2017 წლიდან ხელმძღვანელობს კომისიას. 2023 წლის იანვარში ის მესამედ აირჩიეს. 

მსგავსი სიახლეები