საქმე მტკიცებულებების გარეშე - რას ამბობენ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები და რა ხდებოდა პროცესზე
ბათუმელი მედროშე, რომელიც მე-14 დღეა მშრალ შიმშილობაზეა, "ოცნების" რეჟიმს უკომპრომისო ბრძოლას უანონსებს. ციხეში გამოკეტილმა ზურაბ ჭავჭანიძემ დღეს განსასჯელის სკამიდან ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები გენოციდს შეადარა.
ზურაბ ჭავჭანიძე წყლის და საკვების მიღებაზე უარს ამბობს. სასახლის ღობის საქმეზე დაპატიმრებული 58 წლის დემონსტრანტი პროსტესტის უკიდურესი ფორმით უკანონო პატიმრობას უპირისპირდება. მას დღეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.
რისთვის დააკავეს და რის გამო უპირებენ ციხეში 6 წლით გაშვებას, მომიტინგეთა ნაწილმა არ იცის. ფიქრობენ, იმ მახეში აღმოჩნდნენ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაუგო.
ადვოკატები ბრალდების მხარეს მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშუალებენ. ირკვევა, რომ სულხან ტუღუშის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ის ეპიზოდი ჩანს, სადაც ბრალდებული სასახლის ღობის შიდა პერიმეტრზეა, თუმცა ამოჭრილია ის კადრები, სადაც ჩანს ათონელის სასახლის ეზოში შესვლის მოტივი. ადვოკატის მტკიცებით, ტუღუში გონებადაკარგულ პოლიციელს დაეხმარა, თუმცა ამის სასამართლოში მოტანა პროკურატურას არ აწყობს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.