ჯერ ერთი კობახიძემ არა, ირაკლი კობახიძემ - “ოცნების“ დეპუტატი

09.12.25 19:38
ჯერ ერთი კობახიძემ არა, ირაკლი კობახიძემ - “ოცნების“ დეპუტატი

არჩილ გორდულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გახარია — საქართველოსთვის“ წევრს მიუთითა, ირაკლი კობახიძე სრული სახელით და გვარით მოიხსენიონ და არა მხოლოდ გვარით.

მისი თქმით, “ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და პატივი უნდა სცენ მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ადამიანის გადაწყვეტილებას.“

„თქვენ ტყუილი თქვით, რომ კობახიძემო...[უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე]... ჯერ ერთი „კობახიძემ“ არა, ირაკლი კობახიძემ — ამ ადამიანს სახელი და გვარი აქვს და არის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. კეთილი ინებეთ და პატივი ეცით მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ადამიანის გადაწყვეტილებას. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს არ სცემთ პატივი, მთელი ამ ხნის განმავლობაში შატალოზე იყავით და მილიონ ას ოცი ათასი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ადამიანს რომ პატივს არ სცემთ, ეს არ არის გასაკვირი“, — განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი სიახლეები