"ოცნება" მანიფესტაციების შესახებ კანონს მესამედ ცვლის - რას პასუხობენ აქტივისტები
34 წლის ელენე ბერიკაშვილი, პროფესიით ფსიქოლოგი, წლებია „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მსხვერპლია. მას ჯერ მრავალჯერადი ჯარიმები შეუფარდეს, შემდეგ კი მარშზე მონაწილეობის გამო დაკავეს და 4 დღე იზოლატორში გამოკეტეს. მიუხედავად ამისა, მისი გეგმები არ შეცვლილა - ბერიკაშვილისთვის "ოცნების" ხელისუფლების მიერ ინიცირებული, აქციების შემზღუდავი კანონები უბრალოდ ფარატინა ფურცელია.
იმავე რეალობას ასახავს იურისტის მიხეილ ზაქარეიშვილის მაგალითიც. მას 11 ჯარიმა დაეკისრა პარლამენტთან ტროტუარზე მოტოციკლის გაჩერების გამო, ორი ჯარიმა - გზის გადაკეტვისთვის, ორჯერ კი ადმინისტრაციულად დააპატიმრეს. თუმცა ზაქარეიშვილის პასუხი „ქართული ოცნების“ ახალ შემზღუდავ კანონს ერთმნიშვნელოვანია - ეს პროტესტს ვერ გააჩერებს.
საინტერესოა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ აქციებზე ხან 30, ხან 100 მონაწილეს ითვლის, თუმცა ფაქტი სხვაა:
პროტესტის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ მანიფესტაციების შესახებ კანონს უკვე მესამედ ცვლის. ერთ წელზე მეტია ადამიანები ყოველდღე გამოდიან ქუჩაში და ეს მუდმივი წნეხი, როგორც ჩანს, ქვეყნის ერთადერთ ოლიგარქზე პირდაპირი ნეგატიური გავლენის მომხდენია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.