რამდენად სამართლიანია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და რა გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე - "ფლანგვის დეტექტორის“ კვლევა

09.12.25 23:02
რამდენად სამართლიანია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და რა გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე - "ფლანგვის დეტექტორის“ კვლევა

ევროინტეგრაციის ფასადური რეფორმა: როგორ შეიქმნა და გაუქმდა ანტიკორუფციული ბიურო - ამ სათაურით ავრცელებს სტატიას "ფლანგვის დეტექტორი". 

სტატიაში გაანალიზებულია, რამდენად სამართლიანია ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და რა ზეგავლენას იქონიებს ის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიურო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეიქმნა.

ანტიკორუფციული ბიურო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნების შესასრულებლად შეიქმნა, მაგრამ მის ხელმძღვანელს ნიშნავდა პრემიერი, რის გამოც რეალური დამოუკიდებლობა თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.
2024-2025 წლებში ბიუროზე ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა, ახლა კი მისი გაუქმებით ეს ინვესტიცია ფაქტობრივად წყალში იყრება. 
ბიურომ ვერ აღმოაჩინა დარღვევები ყოფილი პრემიერისა და სხვა მაღალჩინოსნების დეკლარაციებში, მაშინ როდესაც ათობით ოპოზიციონერის დეკლარაციის შემოწმება ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.  
ე.წ. „აგენტების“, „FARA“-სა და „გრანტების“ კანონების აღსრულების სახელით, ბიურო მასობრივად მოითხოვდა ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რითაც ის რეპრესიული პოლიტიკის აღსრულების ინსტრუმენტად იქცა.
დამოუკიდებლობის გაძლიერების ნაცვლად, ხელისუფლებამ ბიურო საერთოდ გააუქმა და მისი ფუნქციები აუდიტის სამსახურში გადაიტანა, რაც საქართველოს ევროპული კურსიდან კიდევ უფრო აშორებს, - ვკითხულობთ სტატიაში.

ვრცლად ნახეთ აქ: flangva.ge

მსგავსი სიახლეები