დათაშვილი ასაჯაროებს დოკუმენტებს, რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას უკანონო პატიმრობის გამო

10.12.25 00:01
დათაშვილი ასაჯაროებს დოკუმენტებს, რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას უკანონო პატიმრობის გამო

მასწავლებელი, ნინო დათაშვილი ასაჯაროვებს დოკუმენტებს, რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთლეობას უკანონო პატიმრობსი გამო.

როგორც დათაშვილი წერს, დღეს ბოლო წინასაოპერაციო კვლევები გაიარა და ხვალ საკმაოდ მძიმე და რთულ ოპერაციას იკეთებს.

ძალიან არაეთიკურად მიმაჩნია ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროება, მაგრამ ჩემ შესახებ აღარაფერია არასაჯარო, ამიტომ ვდებ ამ სამედიცინო დოკუმენტს, თუ რა მდგომარეობა მაქვს უკანონო პატიმრობის გამო. 
ბევრი მგულშემატკივრობთ და მკითხულობთ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. 
დღეს გავიარე ბოლო წინასაოპერაციო კვლევები, ხვალ ვიკეთებ საკმაოდ მძიმე და რთულ ოპერაციას. კისრის მალაზე იმპლანტი ფიქსაციით, შესაძლოა დამჭირდეს მეორე მალაზეც. გამოუსწორებელი ზიანი მომადგა, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ზუსტად თქვენი გულშემატკივრობით და ადვოკატების Tamuna Gabodze  Eliso Rukhadze  Tamar Zarkua Marika Arevadze Sofi Menabdishvili  დაუღალავი შრომით ჩემი ამბავი ფატალურად არ დასრულდა ციხეში. განსაკუთრებით, თამუნასთვის არ დავიღლები მადლობის თქმით, რომელიც პირველი დღიდან იყო ჩართული ჩემთვის ბრძოლაში. დღეს ვეუბნებოდი კიდეც, მართლა სასწაული მოახდინეთ ყველამ ერთად 
ასევე მადლობელი ვარ ჩემთვის შეგროვებული თანხისთვის, ამ ეტაპზე საკმარისია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე გამოვკეთდები.
აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ როგორ ჩაივლის ოპერაცია, წარმატებები მე,- წერს დათაშვილი.

მსგავსი სიახლეები