თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

10.12.25 09:57
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. აქტივისტებს ბრალად ედებათ ძალადობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბექა გოცირიძეზე. საქმე შეეხება შემთხვევას, როდესაც ყოფილი სპორტსმენი და "ოცნების" მხარდამჭერი გოცირიძე დანით შეიარაღებული მივიდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე და მონაწილეებთან დაპირისპირების პროვოცირება სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის გამომწვევი პირი სწორედ შეიარაღებული მამაკაცი იყო, პოლიციამ ის არ დაუკავა და იზოლატორში სწორედ აქტივისტები მოათავსა.

მსგავსი სიახლეები