სააპელაციო სასამართლო დღეს გიორგი მინდაძის საქმეს განიხილავს

10.12.25 10:01
სააპელაციო სასამართლო დღეს გიორგი მინდაძის საქმეს განიხილავს

გიორგი მინდაძის საქმე სააპელაციო სასამართლოშია - კოლეგია დღეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გადახედავს.

21 წლის სტუდენტ აქტივისტ გიორგი მინდაძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას სდებს ბრალად. პირველ ეტაპზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახლა კი მეორე ინსტანციამ უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ძალაში ეს განაჩენი.

მსგავსი სიახლეები