"სიცრუეს "გტენიან" - რა კასრი აჩვენა სუს-მა კადრებში და რას ამბობს სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი
ქიმიური ნივთიეების სკანდალი - სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი სუს-ს მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. ლაშა შერგელაშვილი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის უწყებამ ბრიფინგზე აჩვენა კასრი, რომელიც ზუსტად იცის, საიდან არის და ასევე 100%-ით დარწმუნებულია რომ სხვა კასრია.
100% შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სიცრუე, რასაც ისინი თქვენ გტენიან. მე ზუსტად ვიცი ეს კასრი საიდანაც არის და მაგიტომ მეღიმება - ამბობს შერგელაშვილი.
სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსი დარწმუნებულია რო სიმართლე, თუ რა გამოიყენეს აქციის მონაწილეებსი წინააღმდეგ გაირკვევა, რადგან "ვიღაცას შიგნით მტკიცებულებები შენახული ექნება, რომ საკუთარი თავი გადაირჩინოს". შერგელაშვილი
რაც შეეხება იმას, მე ეს კასრი ვიცანი თუ ვერ ვიცანი, დიახ მე ვიცანი ეს კასრი, მაგრამ არ ვიტყვი, საიდან ვიცანი ეს კასრი, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ის კასრი არ არის. ძალიან ბევრი ვიცი ამ ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რომელიც გდდ-ს დეპარტამენტებში იყო, მოძრაობდა და ა.შ. იმიტომ, რომ პირადად მე მქონდა შეხება და ჩემი თანდასწრებით ვატარებდით ხოლმე ექსპერიმენტებს. აქედან გამომდინარე, 100% შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სიცრუე, რასაც ისინი თქვენ გტენიან. მე ზუსტად ვიცი ეს კასრი საიდანაც არის და მაგიტომ მეღიმება. მე ყველაფერი ვიცი და ვერაფერს დამიმალავენ. სავარაუდოდ, ის უკვე გაანადგურეს, იმისთვის რომ კვალი დაფარონ.
სამწუხაროდ, გვატყუებენ. ნუ მოგვატყუებთ, დასაჯეთ ის, ვინც დასასჯელია. აუცილებელი იქნება გაჟღერებული სიმართლე იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ ადამიანს ჰქონდა ამასთან შეხება და მე დარწმუნებული ვარ, ვიღაცას ეს სადღაც ექნება შენახული იმისათვის, რომ საკუთარი თავი გადაირჩინოს.
იმ შემთხვევაში, თუ მათ მოუწევთ ჩივილი ბიბისისთვის, სავარაუდოდ, მოუწევთ ყველა იმ მტკიცებულებების, მათ შორის იმ ქიმიური შენაერთის გატანა შსს-დან, რომელიც მათ ჰქონდათ. ჩემი ვარაუდია, რომ დიდი ალბათობით, მათ ის უკვე გააქრეს, ჩვენ მას ვეღარ ვიპოვით ადგილზე. ის შეიძლება გადამალეს, ან გაანადგურეს, ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ და სავარაუდოდ, ამას გამოიყენებდნენ,- განაცხადა შერგელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.