ქიმიური იარაღის სკანდალი - ჩართულია თუ არა საქმეში ჰააგის სასამართლო?

10.12.25 11:29
ქიმიური იარაღის სკანდალი - ჩართულია თუ არა საქმეში ჰააგის სასამართლო?

 

 

ლაშა შერეგლაშვილი, რომელსაც სპეცრაზმის შეირაღება წლების განმავლობაში ებარა, დარწმუნებულია, რომ ბბს-ის - ქიმიური იარაღის სკანდალზე ბევრად მეტი მტკიცებულება აქვს და თუ საქმე ჰააგამდე მივა, "ოცნებას" უმძიმესი დანაშაული დაუმტკიცდება.

სპეცრაზმის შეიარაღების ყოფილი უფროსს შთაბეჭდილება დარჩა, რომ საქმეში დიდი ალბათობით ჰააგა უკვე ჩართულია.

მითხრეს თუ ეს გამოძიება მივიდოდა ჰააგის სასამართლომდე, მე იქ შესაძლებელია ვყოფილიყავი ერთ-ერთ მთავარ მოწმედ, ბევრჯერ ითქვა სასამართლო - ამბობს შერგელაშვილი. 

არავის უთქვამს, რომ ეს გაიარეს ჰააგის იურისტებთან. უბრალოდ მე დამრჩა ეს შთაბეჭდილება იქიდან გამომდინარე, რომ მე მათ მითხრეს - ვიყავი თუ არა მე მზად იმისათვის, რომ იმ შემთვევაში, თუ ეს გამოძიება მივიდოდა ჰააგის სასამართლომდე, რომ მე იქ შესაძლებელია ვყოფილიყავი ერთ-ერთ მთავარ მოწმედ. გაცილებით რთულად და მძიმედ არის მათი საქმე, ვიდრე დღესდღეობით ვინმეს შეიძლება წარმოედგინოს საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ მათ (ბბს-ის) გაცუილებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვთ. ამის საფუველს მე მაძლევს ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვახსენე - დიახ ისეთი შემთხვევები, როცა სიები იყო. ვინმე ადამიანს, გვერდზედაც რომ გაუვლიათ, იმათი სიებიც კი ჰქონდათ. ამით მე ის დავადასტურე, რომ მათ შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ჰქონდეთ ისინი უპირატესობას ანიჭებდენნ მტკიცებულებებს, რომელიც შემდგომ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სასამართლოში. ბევრჯერ ითქვა სასამართლო ", -განაცხადა შერგელაშვილმა გადაცემა "რეაქციაში". 

ეჭვები რომ ჰააგა საქმეში უკვე ჩართულია ასევე გამოთქვა ნიკა გვარამიამაც:

ჰააგა უკვე ჩართულია, დიდი ალბათობით. უბრალოდ ეგენი ზე კონფიდენციალურები არიან და დაკითხულსაც არ აქვს რამის თქმის უფლება. კომუნიკაციის სტადია გავლილი ექნებათ და აგერ ვნახავთ, fact finding სტადიაზე თუ არ იყვნენ გადასული" - დაწერა ციხიდან გამოგზავნილ წერილში ოპოზიციონერმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

 

მსგავსი სიახლეები