ცნობილი ხდება, როდის და სად აინთება თბილისის საახალწლო ნაძვის ხე

10.12.25 12:05
ცნობილი ხდება, როდის და სად აინთება თბილისის საახალწლო ნაძვის ხე

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება. როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ მხრივ რესპუბლიკის მოედანზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. 

„აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები