მამაჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო ისჯება - პაატა მანჯგალაძის შვილი
პაატა მანჯგალაძის შვილი ფიქრობს, რომ მამამისს "ოცნება" ქვეყნის სიყვარულის გამო სჯის. დღეს ნინი მანჯგალაძე საქალაქო სასამართლოში პროცესზე მივიდა, რათა შორიდან მაინც ენახა თვეების უნახავი მამა.
მისი თქმით, სწორედ სასამართლო დარბაზია ის ადგილი, სადაც მამის ნახვა შეუძ₾ია, რადგან პოლიტიკოსს ყველანაირი კომუნიკაცია აკრძალული აქვს.
ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რადგან თვეების შემდეგ უნდა ვნახო მამა. ჩემი ერთადერთი მიზეზი აქ ყოფნის არის ის, რომ შორიდან ვნახო, იმიტომ, რომ სხვა არანაირი კომუნიკაციის საშუალება არ გვაქვს. თვითონაც არ იცის, რომ ჩამოვედი და მგონია, რომ ძალიან მოტივაციას მისცემს.
მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ ქვეყანაში მაინც დარჩენილია სიმართლის მარცვალი და უსაფუძვლოდ დაკავებული ადამიანები არ გაიწირებიან.
რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მე ნამდვილად ვერ ავხსნი მიზეზებს, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ მამაჩემს თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს და ახლა ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო ისჯება.
- საქალაქო სასამართლოშ ამ წუთებში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებსი პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე სხედან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.
პროცესს არ ესწრება მსოფლიო ბანი. ადვოკატის თქმით, პაატა ბურჭულაძეს "ფარსში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა".