"გალავანი უნდა გავაკეთოთ, წყალს გავაკეთებთ და ნიანგებს გავუშვებთ, კარგით რა" - კირცხალიას პასუხი კითხვაზე, რა ბედი ელის პარლამენტის შენობას
რისი განთავსება წარმოუდგენია პარლამენტის შენობაში ივანიშვილის გუნდს? - ოცნების დეპუტეტები არ უარყოფენ, რომ შენობა დაიცლება, თუმცა რა ფუნქცია ექნება ისტორიულ პარალემენტს თბილისის ცენტრში, ამას ვერ ამბობენ.
კითხვაზე, მოხდება თუ არა არსებული პარლამენტის შენობის პრივატიზება, კირცხალიამ აღნიშნა, რომ “ნებისმიერ შენობაში, რომელიც ჩანაცვლდება, ისეთი პროექტი განხორციელდება, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დიდი სტიმულ იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის.”
დიდი გალავანი უნდა გავაკეთოთ, წყალს გავაკეთებთ და ნიანგებს გავუშვებთ, კარგით რა... დამერწმუნეთ, არავის და არაფერს არ ვერჩით. არაფერს ვუწუნებთ ამ შენობას.
თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, რომ მაგალითად გაკეთდეს ერთი ცენტრალიზებული ქალაქი, ისე, რომ ქვეყნსი ბიუჯეტიდან არ წავიდეს აქ თანხა და პირიქით, ეს დაფინანსდეთ ისეთი ინვესტიციებით, თუნდაც სხვადასხვა შენობის ჩანაცვლებით, რომელი ინვესტიციაც ასევე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სერიპზული სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ეს არის სწორედ ეფექტური მმართველობა", - განაცხადა კირცხალიამ.
საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე ისტორიულ შენობაში არის განთასვებული, შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
სამინისტროების შენობები, რომელთა ოფისიც არსენალის მთაზე გადავა, შესაძლოა გაიყიდოს - დღეს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ "კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს".