ექსკლუზივი: "TV პირველის" ინფორმაციით, შუახევის პოლიციის უფროსი დააკავეს

11.12.25 12:39
ექსკლუზივი: "TV პირველის" ინფორმაციით, შუახევის პოლიციის უფროსი დააკავეს

"TV პირველის" ინფორმაციით, შუახევის პოლიციის უფროსი, ვახო თურმანიძე დააკავეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქმე სავარაუდოდ ქრთამის აღებას ეხება. 

განახლება: 

ვახო თურმანიძის დაკავება "პირველებს" სუს-ში დაუდასტურეს. მდინარაძის უწყების ინფორმაციით, პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი შსს-ს გენერალურ ინსპექციამ აიყვანა. 

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს დაკავება ქრთამის აღებას უკავშირდება, არასწორია. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებას ჯერ არ უთქვამს, რა მუხლით დააკავეს მათივე თანამშრომელი. 

"პირველების" ინფორმაციით, ვახო თურმანიძე ჯერ კიდევ გუშინ აიყვანეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პოლიციელის დაკავების მეორე შემთხვევა. რამდენიმე თვის წინ, ხელბორკილები დაადეს პოლიციის დეტექტივსაც. 

ვახო თურმანიძე შუახევის პოლიციის უფროსს თანამდებობაზე აჭარის პოლიციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბუხრაშვილიმა დანიშნა. 

მსგავსი სიახლეები