გაუქმდა თუ არა ტერაქტის საფრთხის გამო საქართველოში ისრაელის დეპუტატების ვიზიტი? - რას ამბობს სუს-ი და რას წერს ადგილობრივი მედია

11.12.25 13:51
გაუქმდა თუ არა ტერაქტის საფრთხის გამო საქართველოში ისრაელის დეპუტატების ვიზიტი? - რას ამბობს სუს-ი და რას წერს ადგილობრივი მედია

სუს-ი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერაქტი არ იგეგმებოდა - ისრაელის მედიაში გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ, მამუკა მდინარაძის უწყებაში თქვეს, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ არც ქართულ სპეცსამსახურებს ჰქონიათ ინფორმაცია და არც ისრაელის მხარისგან მიუღიათ ამის შესახებ ცნობები.

რა დაწერა ისრაელურმა მედიამ:

ისრაელური მედიის ინფორმაციით, ქნესეთის წევრებმა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას საქართველოში "ისრაელის კვირის" კონფერენციაზე დასწრებას აპირებდნენ, უსაფრთხოების დირექტივა მიიღეს, რომ პოტენციური ტერორისტული ტერაქტის საფრთხის გამო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. 

Arutz Sheva წერს, რომ ქნესეთის ოფიცრის მხრიდან ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც გაფრთხილება შემოვიდა შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, კონფერენციის დამსწრეები იყვნენ.

რას ამბობს ისრაელურ მედიაში გავრცელებული ცნობებზე ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე:

ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ისევ პარლამენტარებისგან - ისრაელის ქნესეთიდან, რომ ასეთი სიტუაციის გამო ვერ ჩამოდიან, მაგრამ ისრაელის პარლამენტარები არ არიან ცენტრალური ნაწილი ისრაელის კვირეულის. ისრაელის კვირეულის ცენტრალური ნაწილი არის ძირითადად ბიზნესმენები, საზოაგადო მოღვაწეები. ჩვენთვის არაფერი არ არის ახალი.  ისრაელი არის ორი წელი საშინელ ომში, ტერორი ებრძვის ისრაელის. მე მჯერა საქართველოში უსაფრთოების, რადგან სამი წლის წინ, როდესაც იყო მცდელობა ლიკვიდაციის, ისრაელის პროფესიონალები ამბობენ, რომ ქართულმა მხარემ იმუშავა ძალიან კარგად, ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენი ბიზნეს ფორუმი ჩაივლსი ძალიან უსაფრთოდ", - ამბობს მოშე. 

მსგავსი სიახლეები