სასჯელის შეფარდების მონოპოლია არის მოსამართლის ხელში და მას ამ უფლებას ართმევენ - თამარ ლალიაშვილი
სასჯელის შეფარდების მონოპოლია არის მოსამართლის ხელში და მას ამ უფლებას ართმევენ - ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე საქმის წარმოების შეაჩერების შემდეგ, მის მიმართ ადგილი აქვს "გარკვეულ შემოთვლებს".
ლალიაშვილი ამბობს, რომ სისტემა უხეშად ცდილობს მოსამართლეების გადაწყვეტილებების გაკონტროლებას.
არ შეიძლება სასჯელი იყოს იმაზე მკაცრი, ვიდრე ის, რაც განახორციელა პირმა, ვისაც ეს სასჯელი ეკისრება. ბუნებრივია, წვრილმანი ხულიგნობაა, თუ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა ასეთი პუნქტუალური სასჯელებსი განსაზღვრა, როგორიც არის 5000 ლარი, როცა საშუალო შემოსავალი საქართველოში - ხან 300 ლარიან დახმარებას აძლევენ საზოადგეობის ნაწილს, ხან 500-700 ლარს არ აღემატება, ბუნებრივია ეს არის კაბალური სასჯელები საზოგადოებისათვის. მონოპოლია სასჯელის შეფარდების მთლიანად საკონსტიტუციო ნორმებიდან გამომდინარე არის მოსამართლის ხელში და მას ამ უფლებას ართმევენ. ყველაფერი მომსპარია. არაფერი აბსოლუტურად არ მიიღება მხედველობაში. კანონმა განუსაზღვრა - დაარღვია წესი? აუცილებლად ეს სასჯელი უნდა შეეფარდოს. იქ მოსამართლე ვერ მსჯელობს. ეს გათვლილი იყო მომიტინგეებზე. მათი მთავარი მიზანი იყო ამ სასჯელების გამოყენება ამ უშუალოდ იმ კონკრეტულ მომიტინგეებთან მიმართებით, არამედ საზოგადოების დაშინების თვალსაზრისით", - ამბობს თამარ ლალიაშვილი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა თვლის, რომ კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელები - ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ხანგრძლივი პატიმრობა და რამდენიმე წლით უფლებების ჩამორთმევა არ არის სამართლიანი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
შეგახსენებთ:
- მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.