ჩემი დაპატიმრება ჯერ ჩემი ქალიშვილის, შემდეგ კი ჩემ გარდაცვალებას გამოიწვევს - რა თქვეს სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებმა

11.12.25 17:42
ჩემი დაპატიმრება ჯერ ჩემი ქალიშვილის, შემდეგ კი ჩემ გარდაცვალებას გამოიწვევს - რა თქვეს სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულებმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 15 პირის პროცესი გაიმართა.  საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი გაუძღვა. 

დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ შესავალი სიტყვებით ისარგებლა. სასამართლოს მიმართა რამდენიმე დაკავებულმაც:

ევა შაშიაშვილი:

"ცუდად ვარ, ვერც ვლაპარაკობ ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას და მერე ციხეში ჩემ გარდაცვალებას". 

  • 24 წლის მარიამი ევა შაშიაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. ის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, თუმცა ადვოკატების თქმით, იქ ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურება. 46 წლის ონკოპაციენტი პირდაპირ ამბობს, რომ მისი შვილი დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებს. 

კახაბერ მჟავანაძე:

"ჩვენ არც ერთს სამტკიცებელი არაფერი გვაქვს. დაგვიმტკიცონ აქეთ რომ  რამე დავაშავეთ. შიგნით შესვლა რომ გვნდომოდა ჭიშკარს შიგნით შევიდოდით. ჭიშკარს ვარხევდი მხოლოდ და ეს დანაშაულია? ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა".

ალექსანდრე გოგოლაძე:

"საკანში ვზივარ და ტელევიზორში ვუყურებ როგორი გაჭირვებული და უბედურია ქალბატონი ევა. შოკირებული ვარ რაც მოვისმინე. ესეთი რამ თუ ბუნებაში ხდებოდა არ მეგონა ამაზე უარესი რა უნდა იყოს და მოხდეს. ჩვენს ირგვლივ ხდება მსგავსი და ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს. რა ღობის გარღვევაზე ვსაუბრობთ. მოსამართლის უფლება და ძალაა რომ შეცვალოს ბევრი რამ ქვეყანაში. აიღეთ პასუხისმგებლობა".

ზაქრო ალბუთაშვილი:  

"სამარცხვინოდ მიმაჩნია თავის მართლება, მაგრამ სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ჯობია არც დავამძიმო მდგომარეობა და არც გავაბათილო. პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონო დაკავებულებს, ესენი სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები არიან და მინდა ჰუმანურები იყოთ ბატონო მოსამართლე, თქვენც და ბატონო პროკურორებო, თქვენც".

მსგავსი სიახლეები