სასახლის ღობის საქმე - რას ითხოვს პროკურატურა 46 წლის ონკო პაციენტისგან?
ჯგუფური დანაშაულის მუხლით დაპატიმრებულ ქალს პროკურატურა მძიმე დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდება. გვარაკიძის უწყება, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს ევაჭრება, ქალს მეორე სტადიის სიმსივნის დიაგნოზით, რომელიც ერთადერთი შშმ შვილის დედაა, ულტიმატური დღეს წაუყენეს. მანამდე იყო მიმართვა, თუ დამაპატიმრებთ ჩემი შვილი გარეთ მოკვდება ეს იყო ევა შაშიაშვილის მთავარი სათქმელი.
ერთადერთი ქალი პატიმრის გათავისუფლებას მოსამართლეს დღეს 14 ბრალდებული სთხოვდა. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები გიორგი გელაშვილს ფეხზე წამოუდგნენ და სთხოვდნენ არ გაემეტებინა ონკოლოგიური პაციენტი და შშმ პირის ერთადერთი მეურვე ციხეში სიკვდილისთვის.
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 15 პირის სასამართლოს არსებითი განხილვები დღეს დაიწყო. ბრალდება ისევ 1 ვიდეოს და მოწმე პოლიციელების ჩვენებას ეყრდნობა, ამტკიცებს რომ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა უნდოდათ, ღობე დააზიანეს და თან ჯგუფურად მოქმედებდნენ. არც ერთი დაკავებული ბრალს არ ეთანხმება.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიუარის რეპორტაჟში.