ზუგდიდი-მესტიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ზუგდიდი მესტიის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა. ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ დუზთან მოხდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.