მინდია შერვაშიძის და თორნიკე თოშხუას პროცესზე მისული ბექა გოცირიძე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

17.12.25 15:04
მინდია შერვაშიძის და თორნიკე თოშხუას პროცესზე მისული ბექა გოცირიძე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა

 

 

მინდია შერვაშიძის და თორნიკე თოშხუას პროცესზე მოწმედ მიყვანილი "ოცნების" მხარდამჭერი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე დღეს ჟურნალისტებს დაუპირისპირდა. 

გოცირიძე, რომელიც თოშხუა- შერვაშიძის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და მისი თანმხლები პირი ჟურნალისტების კითხვამ გააღიზიანა. "პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორი აგრესიით გამორიჩეოდა ორივე მათგანი, როგორც სასამართლოში შესვლის, ისე გამოსვლის შემდეგ.

ყოფილმა ფეხბურთელმა რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების გინებით სოციალურ ქსელში გამოირჩევა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. 

მან თქვა, რომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის პრეტენზია არ აქვს და თანახმააა, ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს. 

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები