ბექა გოცირიძის პოზიციის მიუხედავად, მოსამართლე ელენე გოგუაძემ თოშხუა-შერვაშიძე პატიმრობა დატოვა
საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის პოზიციის მიუხედავად, სასამართლომ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობიდან არ გაათავისუფლა.
მოსამართლე ელენე გოგუაძემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
გოცირიძემ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმააა, ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს.
ასევე ნახეთ:
რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?
ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.
ვინ არის ბექა გოცირიძე?
დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.
აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.