პროკურატურა აანონსებს, რომ გოცირიძის ჩვენების მიუხედავად, თოშხუა-შერვაშიძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება
ბექა გოცირიძის ჩვენების მიუხედავად, თოშხუა-შერვაშიძის საქმის პროკურორი, ნინო ჟვანია მაინც ამტკიცებს, რომ დაზარალებულად ცნობილ ფეხბურთელს 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს "ეტკინა".
- გოცირიძემ დღეს სასამართლო სხდომაზე თქვა: ტკივილი რა. ხელი დამარტყა, ადამიანური მომენტია. სასწაული ტკივილი არ მიგრძვნია, ტკივილი ცოტათი ვიგრძენი.
ნინო ჟვანიას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითეს იმ დანაზე, რომელიც ბექა გოცირიძეს 31 ივლისს აქციაზე ჰქონდა. სახელმწფიო მბრალდებელი ირწმუნებოდა, რომ დაზარალებულად ცნობილ ფეხბურთელს ამ დანის შესახებ არც კი ახსოვდა.
რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების გადახედვას, პოკურომა დღეს სასამრთლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის არქონაზე არ არის ის ახალი გარემოება, რაც აღკვეთი ღონისძების შეცვლის საფუძველს წარმოადგენს.
არსებობს ორივე ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის არქონაზე არ არის ის ახალი გარემოება, რაც აღკვეთი ღონისძების შეცვლის საფუძველს წარმოადგენს.
ეს დანა (გოცირიძეს) ჯიბიდან არ ამოუღია. ბრალდებულებისთვის არ იყო ცნობილი, რომ მას დანა ჰქონდა ჯიბეში და ეს დანა არ უნდა გამხდარიყო საფუძველი იმისა, რომ ბექა გოცირიძეზე თავდასხმა განეხორციელებინათ. დანა სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებულია, ამოღებულია და ექსპერტიზის დასკვნაც არის.
დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ შემთხვევის დროს მას არ ახსოვდა, რომ დანა ჰქონდა. დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მან თქვა რომ ეტკინა. გვქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც დაზარალებულს პრეტენზია არ ჰქონია და აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა მაინც ძალაში დარჩენილა", - განაცხადა პროკურორმა.
ნინო ჟვანიამ დრეს ასევე დააანონსა, რომ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძების მიზნების მიღწევას, რადგანაც მომეტებულად არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში დევს 112-ის გამოსახულებითი ვიდეო ჩანაწერია", - ამბობს ნინი ჟვანია.
მოსამართლე ელენე გოგუაძემ დღეს თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა.
საქმეშე დაზარალებულად ცნობილმა გოცირიძემ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმააა, ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს.
ასევე ნახეთ:
რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?
ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.
ვინ არის ბექა გოცირიძე?
დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.
აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.