"სახელმწიფო ვალდებულია, გამოიძიოს დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია, დოკუმენტირებულია, დადასტურებულია" - ქურდოვანიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხები გასცეს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების კითხვებს, რომლებსაც ერთი წლის წინ ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- ცნობისთვის, ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს იმ პირების დასჯას, რომლებმაც ერთი წლის წინ თბილისში საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა განახორციელეს.
- სტრასბურგიდან შესაბამისი წერილები პირდაპირ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნა.
ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ვალდებულია გამოიძიოს ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია.
დღესაც ასეთი მწვავე შეფასებები არსებობს გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ევალება, რომ გასცეს დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხები ამ შეკითხვებს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვალდებულია, რომ გამოიძიოს ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია, დოკუმენტირებულია, დადასტურებულია. ამას არა მარტო საერთაშორისო აქტორები უსვამენ ხაზს, ეს ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებშიც მოცემული არის, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებსა და შეფასებებზე, რომლებიც ეყრდნობა თავის მხრივ მტკიცებულებებს," - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.