"დახელფასებულები არ ვართ" - აქტივისტების პასუხი "ოცნებას"

18.12.25 18:23
"დახელფასებულები არ ვართ" - აქტივისტების პასუხი "ოცნებას"

"დახელფასებულები არ ვართ" - ასე პასუხობენ სამოქალაქო აქტივისტები "ოცნების" წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას, რომელმაც  პროტესტის მონაწილეები „სამას კაციანი დახალფასებულ ბრბოდ“ მოიხსენია. 

ხალხი, ვინც ყოველ საღამო ქუჩაში ევროპული მომავლისთვის იბრძვის, ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ამ განცხადებით პროტესტის და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობს. 

ასეთი განცხადებები ბუნებრივია ემსახურება პროტესტის და პროტესტში მონაწილე ადამიანების დისკრედიტაციას. თუმცა, ყველას, ვინც საღად აზროვნებს, ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენ არ ვართ დახელფასებულები. ჩვენ ვართ გულანთებული ადამიანები, რომლებიც ვდგავართ ქუჩაში სრულიად ლეგიტიმურად, ამიტომაც ერთადერთი რამ შემიძლია მოვუწოდო ადამიანებს, არ მივაქცით ამას ყურადღება - ყველას გვეტყობა, ვინ არის დახელფასებული და ვინ არა და გავაგრძელოთ ბრძოლა სიმართლისთვის", - ამბობს მუსიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო ჟვანია. 

ირაკლი კირცხალიამ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები „დახელფასებულ ბრბოდ“ მოიხსენია და ოპონენტებს უთხრა, რომ სწორედ ეს "ბრბო" წარმოადგენს მათ მხარდამჭერებს. 

მსგავსი სიახლეები