"თვითონ უნდა მთხოვონ შეწყალება" - ვეფხია კასრაძის პასუხი "ოცნებას"
"თვითონ უნდა მთხოვონ შეწყალება" - ასეთია ვეფხია კასრაძის პასუხი მიხეილ ყაველაშვილის მიმართ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ აღიარების სანაცვლოდ დაკავებული სინდისის პატიმრები შეიწყალოს.
ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებული ვეფხია კასრაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" უდანაშაულო მოქალაქეებს დამართა და ისინი ციხეში გამოკეტა შეწყალება აქეთ აქვთ სათხოვარი სინდისის პატიმრებისთვის.
რომელ შეწყალებაზეა ძვირფასო საუბარი, ამათ თვითონ უნდა მთხოვონ შეწყალება რა, რაც ამათ დამმართეს მე უდანაშაულო კაცს და როგორც ესენი ჩემ ოჯახს ექცევიან, ამათ თვითონ უნდა მთხოვონ შეწყალება.
როგორ მოწამლეს ხალხი და ეს უდანაშაულო ბავშვები როგორ გამოკეტეს ციხეში. მათ აქვთ შეწყალება დასაწერი. თავიდანვე ვიძახდი [...] გაცილებით დიდი თავის ტკივილი ვიქნებით თქვენთვის-მეთქი და მარტო მე კი არა ყველა ბიჭები, ეს საოცარი ბიჭები არიან ძალიან დიდი თავის ტკივილი მათთვის. სანამ ჩვენ ციხეში ვართ ეს პროტესტი არც შეწყდება, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ გარეთ ვიქნებით, თუ... ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. საქართველოს გამარჯვებამდე ვაგრძელებთ ჩვენ ბრძოლას და ჩვენი მიზანი...
არა ჩემთვის არ უთქვამთ [ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე], მაგრამ აზრი აქ ჰქონდა...
გაერთიანება, ერთად დგომა და ბრძოლა ბოლომდე, ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ, ეგ არის ჩემი სათქმელი, ერთმანეთის აზრის პატივისცემა და ერთად ყოფნა უნდა ვისწავლოთ ქართველებმა, საბედისწეროა ჩვენი ქვეყნისთვის. ვინც სახლში არიან, როგორ გძინავთ? როცა თქვენი შვილის და შვილიშვილის ტოლები ციხეში არიან და საქართველოსთვის იბრძვიან," - ამბობს ვეფხია კასრაძე.
სინდისის პატიმრების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ქართული ოცნების" ღია მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ მოუწოდა "ოცნების" ხელისუფლებას და საპატრიარქოს, საახალწლოდ დაკავებულები შეიწყალონ. ამავე პერიოდს დაემთხვა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაც, რამაც თემის ირგვლივ დისკუსია კიდევ უფრო გააქტიურა.