უნივერსიტეტი- ბაგების ხიდის ტენდერი მერიის კორუფციის ნათელი მაგალითია - ბესო დონაძე

26.03.21 12:17
უნივერსიტეტი- ბაგების ხიდის ტენდერი  მერიის კორუფციის ნათელი მაგალითია - ბესო დონაძე

 შპს ,,კონსტრაქშენ სერვისი", რომელმაც უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელ ახალი ხიდის მშენებლობის ტენდერი მოიგო, ,,ქართული ოცნების" შემომწირველებითაა დაკომპლექტებული, ამტკიცებენ კორუფციის მკვლევარები. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება თბილისის მერიამ უკვე გააფორმა და ეს პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტს 30 მილიონამდე დაუჯდება.  სწორედ ამ კომპანიის ტენდერში გამარჯვება აეჭვებს კორუფციის მკვლევარებსა და ოპოზიციას. 

კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე, მიიჩნევს, რომ ტენდერში იმ ფირმის გამარჯვება, რომლის დამფუძნებლები ,,ოცნებასთან" დაახლოებული პირები და დამფინანსებლებიარიან, ბევრ რამეზე მიუთითებს. 

 კალაძე კი გვიმტკიცებს, რომ მერიაში არ არის კორუფცია, მაგრამ ამ დროს ტენდერში გამარჯვებული ,,კონსტრაქშენ სერვისის" დამფუძნებლები არიან ,,ოცნების" დამფინანსებლები. ეს  ტენდერი იმის მაგალითია, რომ მერიაში კორუფციაა, ამ კომპანიის  მესაკუთრე გივი კუბლაშვილი არის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ნარმანიას დროს და ,,ოცნების" შემომწირველი. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე გივი პერტაია იყო ,,ქართუ ბანკის" სამეთვალყურეიო საბშჭოს წევრი -- ამბობს ბესო დონაძე.

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი,  მარიკა დათუკიშვილი, მიიჩნევს რომ ტენდერი კონკრეტულად ამ კომპანიაზეა მორგებული.

ამ კომპანიიის დამფუძნებლები არიან გიორგი გაბუნია, რომელმაც ,,ოცნებას" 59 ათასი, გივი კუბლაშვილი, რომელმაც მმართველ პარტიას არჩევნების დროს 60 ათასი შესწირა, ხელი ხელს ბანს პრინციპია, ესენი ბიუჯეტიდან იღებენ მილიონებს და ,,ქართულ ოცნებას"  ათასებს წირავენ. 

უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი 2 წლის ვადაში უნდა აშენდეს.