"სვეტა" და "სანია" - უძილაურის შემდეგ, უკრაინელ ქალს უკვე სანდრო წივწივაძეც ასახელებს
"სვეტა" და "სანია" - ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის შემდეგ, უკრაინელ ქალს, კიდევ ერთი დაკავებული, სანდრო წივწივაძეც ასახელებს.
წივწივაძეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების გარდა, ბრალი ასევე ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, დღეს სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ უკრაინაში წვეულებაზე გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გიორგი ჯოხაძე გაიცნო.
საქმის პორკურორი უძილაურ-წივწივაძის მხრიდან უკრაინელი ქალების დასახელებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სანდრო წივწივაძე იტყუება, როდესაც ამტკციებს, რომ უკრაინაში იარაღებთან დაკავშირებით საქმის გარჩევას ადგილი არ ჰქონია.
როდესაც ამ საქმეზე უკვე მსჯავრდებული გელა უძილაური იკითხებოდა, მან განმარტა, რომ თითქოს ის იმყოფებოდა ვინმე სვეტასთან და უნდა ენახა, დღეს მოვისმინეთ წივწივაძესგან, უკრაინაში თურმე იმიტომ წავიდა, რომ ვინმე უკრაინელი გოგო სანია უნდა ენახა.
როდესაც ამ საქმეზე უკვე მსჯავრდებული გელა უძილაური იკითხებოდა, მან განმარტა, რომ თითქოს ის იმყოფებოდა ვინმე სვეტასთან და უნდა ენახა, დღეს მოვისმინეთ წივწივაძესგან, უკრაინაში თურმე იმიტომ წავიდა, რომ ვინმე უკრაინელი გოგო სანია უნდა ენახა. შესაბამისად, გარდა ამ ფაქტობრივი გარემოებებისა, დღეს რაც მოვისმინეთ, ბრალდებულ სანდრო წივწივაძის ჩვენების ნაწილი, ერთის მხრივ, თავის თავს რამდენიმე ეპიზოდში თავადვე შეეწინააღმდეგა. ჩვენ აუცილებალდ ამას გამოვკვეთავთ ჯვარედინი დაკითხვის ეტაპზე, ამავდროულად სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქმის მასალებთან. მან ასევე განმარტა, რომ გიორგი ჯოხაძე თითქოს გაიცნო უკრაინაში სრულიად შემთხვევით და ამავდროულად სრულიად შემთხვევით იყო იმ ვიდეოსთან დაკავშირებითაც, თუმცა აღნიშნულზე საუბარი ჯერ არ გაუგრძელებია. ეს არ არის რეალობა. ძალიან მარტივია მაყურებლისთვისაც, ვინც გახდა ეს კადრები, რომ იქ იყო სანდრო წივწივაძისთცვსი საქმის გარჩევა", - განაცხადა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.
ასევე ნახეთ:
- სანდრო წივწივაძემ დუმილი დაარღვია - რა თქვა ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულმა
- რა მოხდა უკრაინაში - წივწივაძე გიორგი ჯოხაძასთან შეხვედრას ადასტურებს
- წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების გარდა, ასევე ბრალი ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
24 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.