ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა - ,,ტვ პირველის" ჟურნალისტ სოფო ნიაურზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა

30.10.21 19:54
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა  - ,,ტვ პირველის" ჟურნალისტ სოფო ნიაურზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ საქმე აღძრა

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა  - ,,ტვ პირველის" ჟურნალისტ სოფო ნიაურზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ საქმე 154-ე მუხლით აღძრა

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ფოთში, N12-ე საარჩევნო უბანში, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. ჟურნალისტის გადმოცემით, აღნიშნული დაპირისპირებისას მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს - აცხადებს გომელაურის უწყება.

ფოთში "პირველების" ჟურნალისტი, სოფო ნიაური, "ქართული ოცნების" კოორდინატორმა სცემა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც დაზარალებულ ჟურნალისტს ჰკითხავენ. 

არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე კრიმინალური პოლიციაც გახდა, თუმცა მათ მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

მსგავსი სიახლეები