შსს-მ ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ დაარტყა ნიკა მელიას

30.10.21 21:04
შსს-მ ამ დრომდე ვერ დაადგინა, ვინ დაარტყა ნიკა მელიას

შსს-მ ამ დრომდე ვერ მოახერხა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელმაც ისნის 62-ე უბანთან თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატს, ნიკა მელიას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ისნის 62-ე საარჩევნო უბანზე, სადაც შეკრებილი იყვანენ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია მხარდამჭერებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

საარჩევნო უბანზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება რა დროსაც ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ნიკანორ მელიას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება”. – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.