ეს არის ვირთხების ბრძოლა, ვინ უფრო მალე მიყიდის პუტინის რუსეთს საქართველოს - დათუნაშვილი პრორუსი ბიზნესმენის ვიზიტზე

08.01.26 17:29
ეს არის ვირთხების ბრძოლა, ვინ უფრო მალე მიყიდის პუტინის რუსეთს საქართველოს - დათუნაშვილი პრორუსი ბიზნესმენის ვიზიტზე

 „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ოთარ ფარცხალაძე ახლა ცდილობს, რომ რუსული ხაზების დამატებითი მიმართულება შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში და სწორედ ამას უკვაშრდება მისი გარემოცვის წევრის, პრორუსი ბიზნესმენის, მამუკა ფიფიას გააქტიურება და ვიზიტი მათ შორის საპატრიარქოში. 

დათუნაშვილის თქმით, მამუკა ფიფია არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და ახლა მიდმინარეობს "ვირთხების ბრძოლა, ვინ უფრო მალე მიყიდის პუტინის რუსეთს საქართველოს". 

რაც შეეხება „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმების მოთხოვნას, რომლის ინიციატორი მამუკა ფიფიაა, დათუნაშვილი ასე ეხმაურება:

„რემბო 2“ გამიგია, „ტერმინატორი 2“ გამიგია, მაგრამ „გეორგიევსკის ტრაქტატი 2“ ნამდვილად არ გამიგია. ეს ძალიან კარგად მეტყველებს იმ იდიოტზე, რომელმაც ეს ფრაზა პირველად ახსენა. მამუკა ფიფია არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. მეორეს მხრივ არის ინტელექტუალური ცვედანი და არარაობა, რომელსაც სახლში ალბათ არ ეკითხებიან როდის უნდა გავიდნენ და მივიდნენ. რაც შეეხება იმას, რომ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გააქტიურდა. ეს ერთი მიზეზისთვის გააქტიურდა. „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ არის პარტია, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე აფინანსებს. მან ეს ამბავი ძალიან კარგად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლოს მასაც დაესხმებოდა თავს, ეს პარტია სჭირდება ბერკეტად, რომ რაღაც პოლიტიკურ აქტივობაში იყოს. შესაბამისად, პირდაპირ კავშირშია ამ არარაობებისა და მოღალატეების სინდიკატის გააქტიურება ფარცხალაძის საქმესთან მიმართებით. ანუ ფარცხალაძე ახლა ცდილობს, რომ რუსული ხაზების დამატებითი მიმართულება შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ვირთხების ბრძოლა ვინ უფრო მალე მიყიდის პუტინის რუსეთს საქართველოს. ამ ვირთხების ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვირთხა დამარცხდება“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ვისი ორგანიზებით შედგა პრორუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა? - ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა ფიფია საპატრიარქოში გამართული შეხვდრის დეტალებზე "პირველებთან" ვრცლად აღარ საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელში  მისივე გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად წერს, რომ საპატრიარქოში შეხვდრის დროს "დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და გამოწვევებზე ისაუბრა". 

აღნიშნული საკითხის ირგვლივ დიალოგს საპატრიარქოში უარყოფენ, თუმცა ის, რომ მამუკა ფიფია ნამდვილად ესტუმრა ოჯახთან ერთად პატრიარქს, ამას "პირველებთან" ადასტურებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.  ვისი ორგანიზებით შედგა შეხვედრა, ამაზე ზვიადაძე არაფერს ამბობს. 

  • შეგახსენებთ, რომ მამუკა ფიფია მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვს. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს მათ ხელთ აქვთ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.

 

მსგავსი სიახლეები