მცდარი ინფორმაციაა - თამარ ჭანიშვილი ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორობას უარყოფს

26.03.21 13:27
მცდარი ინფორმაციაა - თამარ ჭანიშვილი ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორობას უარყოფს

"ტვ პირველმა" ხელისუფლების  აგენტ- პროვოკატორს დაუკავშირდა. თამარ ჭანიშვილი ფსევდო სახელით ირინოლა ერისთავი „პირველების“ მიერ  დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა. აუდიო მტკიცებულებების მიუხედავად, ჭანიშვილი ხელისუფლების აგენტობას უარყოფს და ამბობს, რომ არც ერთ სისხლის სამართლებრივ საქმეში არ მონაწილეობდა და არც მსხვერპლებს იცნობს. 

არ გაქვთ ინფორმაცია სწორი. აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციაა.  ჭორს ვერავინ გაურბის. ცხოვრების მანძილზე თუკი რაიმე სახის უსამართლობას წავაწყდი, შესაბამის რეაგირებას მოვითხოვდი. მე გამოვაქვეყნე ჩემს “facebook“-ზე და ჩემს „ოდნოკლასნიკებზე“, რომ ჩემი ექაუნთ გვერდებია შექმნილი, შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობა ამით არის ჩახსნილი, -ამბობს ჭანიშვილი. 

ჭანიშვილი ფსევდოსახელებთან დაკავშირებით ინფორმაციასაც  უარყოფს და აბსურდს უწოდებს. ის ასევე ამბობს, რომ მის ე.წ. მსხვერპლს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს აკაკი ბერიანიძეს არ იცნობს. 

მეზობლები "ტვ პირველთან" ყვებიან , რომ ადგილზე სამართალდამცველები ხშირად მიდიან და ვინმე  ირინოლა ერისთავს ეძებენ. 
 

აგენტი ფსევდო სახელით ირინოლა ერისთავი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოვლინა. ის 8 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ხელისუფლება ამ ქალბატონის მეშვეობით იმ ადამიანების ციხეში გაშვებას ცდილობს, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.

მსგავსი სიახლეები