ბროწეულას ქუჩის ბინადრები ღამეს სახლებში ვერ ათევენ

26.03.21 13:45
ბროწეულას ქუჩის ბინადრები ღამეს სახლებში ვერ ათევენ

ვაშლიჯვრის მოსახლეობა შველას და ევაკუაციას ითხოვს. ისინი ყოველ წუთს ელოდებიან, რომ მეწყერი გააქტიურდება და მოწყდება. ბროწეულას ქუჩაზე ,სახიფათო ადგილთან ახლოს, მცხოვრებლები სახლებში თავს მშვიდად ვეღარ გრძნობენ და ღამეებს  ქუჩაში ათევენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და  ადგილზე თბილისის მერს და გეოლოგებს ელოდებიან.  

ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებელთა აზრი ორად გაიყო, ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ მეწყრული პროცესები აქ ადრეც შეიმჩნეოდა, მაგრამ მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და ნაპრალები ამოივსო. მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ სტიქია დამანგრეველი ძალით იმოქმედებს.

ამბობენ, მთა ორად გაიყოო და თბილისის მერიაში ისეთი უგნურები როგორ იქნებიან, რომ სინამდვილე დამალონ? თუ საფრთხე რეალურია, აქედან უნდა გაგვიყვანონ და ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ - მოითხოვს ბროწეულას ქუჩის მოსახლეობის ნაწილი.

თბილისი მერიისა და გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები დღეს ბროწეულას ქუჩაზე მისვლასა და ვითარების შესწავლას გეგმავენ.