არაფრის იმედი არ გვაქვს - სინდისის პატიმრის ზარი ციხიდან
გლდანის ციხესთან, სადაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ჟურნალისტები, ადვოკატები და აქტივისტები არიან შეკრებილები, ყაველაშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს ელოდებიან.
ციხესთან იმყოფება სინდისის პატიმრის, გია ტერიშვილის დედა, მარინა ტერიშვილიც, რომელსაც შვილმა საპატიმროდან დაურეკა და მოლოდინების შესახებ ესაუბრა.
როგორც გია ტერაშვილმა დედას უთხრა, შეწყალებაზე არავინ არაფერს ამბობს და არც იმედიანად არიან.
ჯერჯერობით არაფერს ამბობენ და არც არაფრის იმედი გვაქვს. ტყუილად ცივდებით, მაგრამ მაინც თქვენი გული, მშობლების გული ვიცი რაც არის... უფრო იმის მოლოდინი მაქვს, რომ არაფერი იქნება, უბრალოდ სპეციალურად აგვიანებენ და გვიან გაუშვებენ იმათ, ვინც არიან [შეწყალებულები]. ჩვენ არავის არ გვაქვს მოლოდინი... კარგად დედა და მომიკითხე ყველა. გავუძლებთ, გავუძლებთ, 10 თვე დაგვრჩა თუ რაც დაგვრჩა, ყველაფერი კარგად იქნება. ამათი შეწყალება სულ არ გვინდა, არაფერი დანაშაული ჩვენ არ ჩაგვიდენია და რა უნდა ვაღიაროთ. კი ბატონო, ვაღიარებ, ვიყავი რუსთაველზე და ვაღიარებ, რომ კობახიძეა ამ ყველაფერში დამნაშავე, - უთხრა ტერიშვილმა დედას.
- რეზო კიკნაძის ზარი ციხიდან
- შეწყალების აქტის მოლოდინში - გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იკრიბებიან
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში