ანდრო ჭიჭინაძის პასუხი "ოცნებას"
აღიარება გამორიცხულია - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ "ოცნებას" სააპელაციო სასამართლოდან.
დაკავებულმა მსახიობმა მსჯავრდებულის სკამიდან თქვა, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მეორე ინსტანციის სასამართლომ, რეალობა არის ერთი - რომ ყველა სინდისის პატიმარი უდანაშაულოა, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი მათი მხრიდან არ ჰქონია.
ამ ადამიანებს უნდათ რომ სხვა რეალობა დაგვანახონ. ყველა ეტაპზე გამორიცხული იყო აღიარება, რადგან არ ჰქონია ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულს. მაქსიმუმ რაც შეიძლებოდა ადმინისტაციულ დანაშაულზე გველაპარაკა, ეგეც სადაოა. წარმოუდგენელ რეალობის ჩვენება უნდათ პროკურორებს. როგორი გადაწვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა იქნება ერთი...დიდი მადლობა", - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
სინდისის 11 პატიმრისთვის პროკურატურა ბრალის დამძიმებას და უფრო დიდ სასჯელს ითხოვს. ამ მოთხოვნით მოსამართლეთა კოლეგიას პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიმართა.
მეორე ინსტანციის სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამათლე თეა ლეონიძე იხილავს.
ასევე ნახეთ:
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში