მოკლული ტრანსგენდერი ქალია - ვერაზე მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები
"ტვ პირველმა" თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალების მოპოვება შეძლო. არსებული ინფორმაციით, მოკლული ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალია.
სისხლიანი ინცინდენტი კი გვიან ღამით "ტაილანდური მასაჟის ცენტრში" მოხდა. მომხდარის შესახებ ამ დროსთვის ორი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კლიენტმა გაიგო, რომ ტრანსგენდერი ემსახურებოდა, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. მეორე ვერსიით კი მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
სისხლიანი დაპირისპირების შედეგად, დაჭრილია ცენტრში დასაქმებული პირი.
გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით დაიწყო. პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.
მსგავსი სიახლეები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა - წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის გადამოწმება იგეგმება
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით ბენეფიციართა რაოდენობა 6 546-ით, ხოლო იანვართან შედარებით - თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.