დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი ე.წ. აბრეზით დაჭრა - ბათუმში მომხდა სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

07.11.26 10:59
დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი ე.წ. აბრეზით დაჭრა - ბათუმში მომხდა სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

ბათუმში გუშინ ღამით მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.
დაჭრილი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.