მესამე სექტორი ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკების დეტალების გარკვევას ითხოვს

26.03.21 15:43
მესამე სექტორი ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკების დეტალების გარკვევას ითხოვს

11 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებსა და ოპოზიციას, მეტი გამჭვირვალობა შეიტანოს მოლაპარაკების პროცესში და საზოგადოებას მისი დეტალების შესახებ აცნობოს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ეს ქმედება თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტი-ევროპული ნარატივების გაძლიერებას.

ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ იცოდეს, კონკრეტულად რა საკითხები განიხილება და რა პოზიციებს წარმოადგენენ ხელიუფლება და ოპოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად ბნელ ოთახში კატის ძებნას ჰგავს იმ პროცესებში გარკვევა, რაც მიმდინარეობს -  აცხადებს უფლებადამცველი ბაია პატარაია.

11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნული მოთხოვნით მემორანდუმი გააფორმა და მოლაპარაკების მხარეებს გადაუგზავნა.

შაბათს, 27 მარტს, საქართველოში  ევროკავშირის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, ჩამოდის. ევროპელი მედიატორი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდს გამართავს.

მსგავსი სიახლეები