მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ნათია ჭავჭანიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
ტროტუარის დგომის საქმე - სამოქალაქო აქტივისტს, ნათია ჭავჭანიძეს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ტროტუარის დგომის გამო სასამართლომ 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა ნათია ჭავჭანიძის ქმარი დიმიტრი ჯამბურია. ის სამართალდამცველებს საქალაქო სასამარტლოში ამ დრომდე ელოდება.
ხალხს დილიდან პატიმრობაში ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია. ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.
ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა მიხეილ ზაქარეიშვილი.
ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც.
მსგავსი სიახლეები
"ბოლო ორი დღის განმავლობაში საკმაოდ უგუნურად იქცევა "ოცნება" - მიშა ზაქარეიშვილი
მისი თქმით, ბანერზე უხამსი სიტყვის დაწერის შემთხვევა წლების წინ ევროსასამართლომ უკვე განიხილა საქართველოსთან მიმართებაში და დაადგინა, რომ ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, რომ ჩაერიოს ამ საკითხშ