ვუთხარი, რომ მოგზავნილი იყო - ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლი მომხდარს იხსენებს

26.03.21 15:44
ვუთხარი, რომ მოგზავნილი იყო - ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლი მომხდარს იხსენებს

ხელისუფლების აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, აკაკი ბერიანიძე მომხდარს დეტალურად იხსენებს. ბერიანიძე ყვება, როგორ მოუწყო პროვოკაცია მას ფინანსურმა პოლიციამ და ციხეში გაუშვა. მისი თქმით, თამარ ჭანიშვილთან პირველივე შეხვედრის დროს გაუჩნდა ეჭვი, რომ ის მოგზავნილი იყო, თუმცა შემდეგ მისი ბიზნეს იდეებით მაინც მოიხიბლა. 

პირველივე შეხვედრაზე, რომცა ერთმანეთს შევხვდით, ვუთხარი, რომ შენ მოგზავნილი ხარ-მეთქი და მიხვდა, რომ თავის შემოთავაზებულ სიყალბეებზე მე არ წავიდოდი. მერე უკვე ძალიან მართებული და სწორად ჩამოყალიბებული ბიზნეს პროექტების იდეები შემომთავაზა, რომლის მიმართაც მეც გამიჩნდა ინტერესი და პროექტები წარვუდგინეთ, იმიტომ, რომ ჩემი ფირმა ბიზნეს იდეებზე, ბიზნეს გეგმებზე, პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთ გამოსვლაში პროკურორი ამბობს, ეს აგენტი იყოო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვამტკიცებთ და ეს ადამიანი ბოლომდე თავის სიმართლის მტკიცებულებაზე დგას ჯიუტად, ეს ქალი იყო აგენტი, - ამბობს ბერიანიძე. 

აგენტი ფსევდო სახელით ირინოლა ერისთავი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოვლინა. ის 8 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ხელისუფლება ამ ქალბატონის მეშვეობით იმ ადამიანების ციხეში გაშვებას ცდილობს, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.