იძინე მშვიდადო, გვეუბნება ხელისუფლება და თვითონ აქ მშვიდად დაიძინებენ? - ვაშლიჯვრის მოსახლეობა

26.03.21 17:37
იძინე მშვიდადო, გვეუბნება ხელისუფლება და თვითონ აქ მშვიდად დაიძინებენ? - ვაშლიჯვრის მოსახლეობა

 ვაშლიჯვარში,  მეწყერსაშის ზონასთან ახლოს მდებარე ბროწეულის ქუჩის მაცხოვრებლების გაღიზიანება  იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დედაქალაქის მერთან შესახვედრად ემზადებობდნენ და  კახა კალაძის ნაცვლად ადგილზე მისი მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი მივიდა.  საუბარი ვერ შედგა. ხალხი კი ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. საგანგაშოა სამხარულის ესპერტიზის დასკვნა, დედაქალის მერის მოადგილე კი ამბობს, რომ ყველა სცენარისთვის მზად არიან. 

დღევანდელი მდგომარეობით ბროწეულის ქუჩაზე ცხოვრება არის უსაფრთხო, თუმცა მერია ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად არის - განაცხადა ვიცე-მერმა.

ადგილობრივი მოსახლეობა ვიცე-მერის პასუხით არ დაკმაყოფილდა და შეხვედრა დატოვა.

მეწყერი არ არის დასტაბილურებული, ჩვენ გვინდა მხოლოდ მერის მოსვლა და მან უნდა აგვიხსნა, მერი არის ვაქცინა, პასუხი მან უნდა გავგცეს, მშვიდად დაიძინეთო, გვეუბნება ხელისუფლება, როგორ ვიძინოთ მშვიდად, თვითონ აქ მშვიდად დაიძინებენ? - აცხადებენ ბროწელის ქუჩის მაცხოვრებლები.

ვაშლიჯვრის მოსახლეობა შველას და ევაკუაციას ითხოვს. ისინი ყოველ წუთს ელოდებიან, რომ მეწყერი გააქტიურდება და მოწყდება. ბროწეულას ქუჩაზე ,სახიფათო ადგილთან ახლოს, მცხოვრებლები სახლებში თავს მშვიდად ვეღარ გრძნობენ და ღამეებს  ქუჩაში ათევენ.